დარბაზის ადმინისტრატორი- რუსთავი
Jibe Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დარბაზის ადმინისტრატორი, ქალაქში - რუსთავი.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო გრაფიკი: (კვირაში 6 დღე) 12:00-20:00
ანაზღაურება: 1600 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 3 თვე - 1400-1500-1600₾)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
- სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
- კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.