დარბაზის ადმინისტრატორი (ბოლნისი) — ჯიბე ქეშ & ქერი

samushao.ge
ჯიბე ქეშ & ქერი — ლოგო
ჯიბე ქეშ & ქერი

დარბაზის ადმინისტრატორი (ბოლნისი)

₾1400 ახალი ბოლნისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ბოლნისის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

მისამართი: ქალაქი ბოლნისი, ქუჩა ს.ს. ორბელიანის N163

სამუშაო გრაფიკი: (კვირაში 6 დღე) 13:00-21:00

ანაზღაურება: 1400 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 3 თვე - 1200-1300-1400₾)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
  • სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/DdAOHAfc

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ