დარბაზის ადმინისტრატორი — ჰიპერმარკეტი Domino

ჰიპერმარკეტი Domino — ლოგო
ჰიპერმარკეტი Domino

დარბაზის ადმინისტრატორი

₾1700 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო დარბაზის ყოველდღიურ წესრიგზე ზრუნვა;
  • დარბაზის თანამშრომლების დასწრებისა და სამუშაო ვიზუალის კონტროლი;
  • სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლების შესვენების დროის აღრიცხვა და კონტროლი;
  • მომსახურების სტანდარტების ან სხვა დარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • მოახდინოს ჰიგიენური საშუალებების შეკვეთების მიღება და გაფორმება;
  • ორგანიზება გაუწიოს თანამშრომლების ყოველდღიური მგზავრობის პროცესის გამართულობას;
  • მოახდინოს დიასახლისების ყოველდღიური დასწრების ტაბელის წარმოება პროგრამა 1C-ში;
  • აკონტროლოს დარბაზის დეზინფექციის პროცესი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი;
  • მაღალი კორპორატიული კულტურა;

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
  • ანაზრაურება: 1700 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
  • კვება;
  • FitPass;
  • უფასო ტრანსპორტირება;

უპირატესობები:

  • უფასო კვება
  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
  • ჯანმრთელობის დაზღვევა