დანადგარის ოპერატორი — მადარტი

მადარტი — ლოგო
მადარტი

დანადგარის ოპერატორი

₾1700 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შუ-კლერის დანადგარში პროდუქტის მოთავსება შესაბამისი გრამაჟობით და დანადგარის მუშაობის მონიტორინგი;
  • შუ-ეკლერის დანადგარის გასუფთავება/მოწესრიგება;
  • სამუშაო პროცესში გამოყენებული ინვენტარის მოფრთხილებაზე ზრუნვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა დავალებების შესრულება.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
  • ანაზღაურება: 1300-1700 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass - ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ:

  • შრომისა და საქმის სიყვარულს;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.