დამტვირთველის მძღოლი- რუსთავი — პალატი

პალატი

დამტვირთველის მძღოლი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2022 წელს და ყველა მიმართულებით დღემდე აქტიურად ვითარდება.

კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, საექსპორტო ფანერებს და საწარმოო პროცესის ზრდის პარალელურად, იკრებს გუნდის ახალ წევრებს.

სწორედ ამ ზრდასთან დაკავშირებით, ვეძებთ ახალ წევრს დამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ტექნიკური განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე;
  • დამტვირთველის მართვის მოწმობა S კატეგორია;

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის (ტვირთის) გადმოტვირთვის, უსაფრთხოდ აწევა-დაწევის, გადაადგილების და შესაბამის ადგილზე გადაზიდვის უზრუნველყოფა;
  • ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ;
  • ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00)

მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.