დამწყები ხარისხის კონტროლის სპეციალისტი — ელვარე

ელვარე — ლოგო
ელვარე

დამწყები ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას დამწყები ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)

სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის ცვლები

რას გთავაზობთ?

  • ახალი პროფესიის შესწავლას ადგილზე (გამოცდილება ან ცოდნა ლაბორატორიული ან/და ხარისხის მიმართულებით არ მოეთხოვება);
  • ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან;
  • კვებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას 3 თვის შემდეგ.
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

ძირითადი მოვალეობები:

  • ნაწარმოები პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელების) ჩექლისტების მიხედვით შემოწმება;
  • კონტროლის შედეგების ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
  • საჭიროების შემთხვევაში ელექტრო კაბელის ან/და ნახევარფაბრიკატის დამატებითი პარამეტრების ლაბორატორიული შემოწმება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სასურველია (არა აუცილებელი) პროფესიული ან უმაღლესი განათლება.