დამწყები დილერი- ბათუმი
"კაზინო ინტერნეიშენალი ჰილტონ ბათუმში" აცხადებს ვაკანსიას დამწყები დილერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელია კანდიდატებმა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი ტრენინგი. ტრენინგის ხანგრძლივობა მოიცავს 2 თვეს, კვირაში 5 დღე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; პოზიციისთვის მოსამზადებელი პერიოდი სრულად ანაზღაურებადია.
აუცილებელი მოთხოვნები:
- პოზიციაზე კანდიდატები შეირჩევიან მხოლოდ 18 წლიდან;
- ენები: ინგლისური ან/და თურქული სასაუბრო დონეზე.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
დასაქმების შემთხვევაში ჩვენი შემოთავაზება:
- სტაბილური ანაზღაურება + ჩაი (თიფსი);
- კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებითი ანაზღაურება;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- პოზიტიური სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
- ღამის საათებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
- ფასდაკლებები პარტნიორი კომპანიების დასვენება-გართობის ობიექტებზე.