დამწყები დაზღვევის მენეჯერი- ქუთაისი
ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში დამწყები დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე საცალო გაყიდვების მიმართულებით.
"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი", "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", "ზარაფხანა", "ქუთაისის ტორპედო" და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!
პოზიცია: დამწყები დაზღვევის მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი;
განიხილება როგორც სრული, ისე - არასრული განაკვეთი ან ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი;
სამუშაო შესაძლებელია შესრულდეს დისტანციურად, ხოლო ოფისში სამუშაო საათები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.
ანაზღაურება: გამომუშავებით (საკომისიო + ბონუსი თვის მანძილზე დაზღვევის მენეჯერის მიერ რეალიზებული პოლისებიდან)
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, თავისუფლების ქუჩა N65
ფუნქციები:
- პოტენციური საცალო და მცირე ბიზნეს მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
- დაზღვევის მსურველთათვის, დაზღვევის პირობების დეტალურად გაცნობა და მათთვის სადაზღვევო პოლისების გამოწერა;
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთან შეხვედრების დაორგანიზება;
- დაზღვევის პერიოდში მომხმარებლის მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში, მასთან შეხვედრების დაორგანიზება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილება ასევე მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი;
- ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- სასურველია, გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარები:
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტიანი მოლაპარაკების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- განვითარებაზე ორიენტაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სადაზღვევო პროდუქტებისა და სამუშაო უნარების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას;
- მოზიდვაზე დაყრდნობით, ზრდად შრომით ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;
- სტუდენტების შემთხვევაში, მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- "ნიუ ვიჟენ ჯგუფის" ფარგლებში, სხვადასხვა კორპორატიულ ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობას.
რეკრუტირების პროცესი წარიმართება ორ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.