დამწყები აუდიტორი — TaxInfo ჯგუფი

TaxInfo ჯგუფი — ლოგო
TaxInfo ჯგუფი

დამწყები აუდიტორი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ვაკანსიას დამწყების აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):

  • ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Rs.ge - იზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა);
  • ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
  • ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა);
  • ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა);
  • რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა).

მოვალეობები:

  • ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
  • საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
  • მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;
  • უფასო ტრენინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში.

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

  • ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია.
  • სამუშაოს ტიპი: სრული;
  • სამუშაო ანაზღაურება: 2 000-2 500 ლარი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (net, გადასახადების გარეშე);
  • სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

შერჩევის პროცედურა:

  • 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
  • 2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
  • 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის" (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.