დამლაგებელი — ვიქტორია 98

ვიქტორია 98

დამლაგებელი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".

კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (კომპანიის ოფისის და რამდენიმე მაღაზიის მოწესრიგება)

სამუშაო განაკვეთი: სრული, ერთი დღე დასვენება

ანაზღაურება: 1300 ლარი, ხოლო 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 1600 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • საოფისე სივრცის მშრალი და სველი დასუფთავება;
  • ზედაპირების მტვრისგან გაწმენდა;
  • იატაკის მოწესრიგება;
  • სველი წერტილების საფუძვლიანი დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • ნაგვისურნების დაცლა და პარკების გამოცვლა;

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და ფიზიკური დატვირთვის უნარი;