დამხმარე სპეციალისტი
საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1050 ლარი
სამუშაო განრიგი: მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- საფოსტო გზავნილების ჩამოტვირთვა/დასაწყობება შესაბამის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური გადატანა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის გადაცემა;
- გზავნილების განთავსება არსებული წესის დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.