დამხმარე/მუშა — აიკო

აიკო

დამხმარე/მუშა

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აიკო - არის ავეჯის მრავალფუნქციური საწარმო, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საწარმოს ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის ავეჯის წარმოებაა. მათ შორის, მდფ-ისა და ლამინატის, მეტალის, ხელოვნური ქვის ავეჯის წარმოება. ასევე კომპანია აწარმოებს მდფ-ის შიდა კარებს. საწარმო სრულად არის აღჭურვილი საწარმოო დანადგარებით.

კომპანია "აიკო" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე/მუშის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მასალების დატვირთვა-გადმოტვირთვა;
  • მზა პროდუქციის ობიექტებზე მიტანა-ატანა;
  • სხვა სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია საწარმოს საქმიანობასთან;

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი;
  • ანაზღაურება: 1800 ლარიდან;
  • სამუშაო ადგილი: ერისთავის 1 (დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)