დამხმარე მოლარე
კაფე "სისი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მოლარეს თანამდებობაზე.
ჩვენ ვქმნით თანამედროვე კაფეს, სადაც სტუმრის გამოცდილება იწყება დეტალებიდან — სისწრაფე, სისუფთავე და მეგობრული მომსახურება.
ვეძებთ დამხმარე მოლარეს, რომელიც ერთდროულად დაეხმარება სალაროს პროცესს და იზრუნებს სტუმრების კომფორტზე ჰოლში.
მოვალეობები:
- ჰოლის მენეჯერის დახმარება სალაროსთან მუშაობაში
- შეკვეთების მიღება და დაზუსტება
- სტუმრებისთვის მენიუსა და არჩევანში დახმარება
- მაგიდების სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა
- სწრაფი და ორგანიზებული სერვისის მხარდაჭერა
- მარტივი პროდუქციის მომზადება (სენდვიჩების აწყობა და შეფუთვა)
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
- პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალების მიმართ
- სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია
- სამუშაო გამოცდილება სასურველია
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
- სტაბილურ თანამშრომლობას
- განვითარების შესაძლებლობას
ლოკაცია: ქ.თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, N 2