The Design Mall
დამხმარე ბუღალტერი
₾1500
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
სამშენებლო ბაზარზე ოპერირებადი კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
- საგადასახადო დეკლარაციების დროული მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარდგენა;
- ფინანსური კონტროლის მექანიზმებისა და შიდა პროცედურების დანერგვა და გაუმჯობესება;
- აუდიტორებთან, ბანკებთან და სახელმწიფო უწყებებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანალიზისა და მენეჯერული ანგარიშების მომზადება;
- ფინანსური და საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
- MS Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ყურადღების კონცენტრაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აგლაძის ქ. №57;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-19:00 საათამდე;
- ანაზღაურება: 1500 ლარი (NET).