დამხმარე ბუღალტერი
ONWAY • ონვეი ინოვაციებზე ორიენტირებული ქართული საკურიერო კომპანიაა, რომელიც ამანათების მიწოდებას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, კომპანია სამუშაო პროცესში მაღალტექნოლოგიური აპარატურის დანერგვის პარალელურად, სიფრთხილით არჩევს თანამშრომელთა ჯგუფის თითოეულ წევრს და ზრუნავს მათ შემდგომ განვითარებაზე.
მიმდინარე პერიოდისთვის "ონვეი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 19:00
ხელფასი (ხელზე ასაღები): 1200 ლარი ფიქსირებული (პირველი 2 თვე, გამოსაცდელი ვადის შემდეგ - 1500 ლარი).
ძირითადი მოვალეობები:
- სალარო აპარატზე შემოსული თანხების დათვლა კომპანიებისა და კურიერების შესაბამისად
- სალარო და საბანკო ოპერაციების გატარება პროგრამაში
- დებიტორ-კრედიტორების კონტროლი
- სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, ბუღალტრული საქმიანობების შესრულება
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა
პროფესიული ცოდნა და უნარები:
- სასურველია 1-წლიანი გამოცდილება
- სასურველია ბუღალტრული პროგრამა Balance-ის ცოდნა
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel)
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
"პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობის ფორმას გთხოვთ გაეცნოთ აქ: https://onway.ge/Informed_Consent