დამხმარე ბუღალტერი — ჯეო ტექნიკსი

ჯეო ტექნიკსი — ლოგო
ჯეო ტექნიკსი

დამხმარე ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება, სპეცტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00);

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილის 142;

თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:

  • სანდო და სტაბილურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს, თუ გყავთ არასრულწლოვანი შვილები.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • რეალიზაციების დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
  • შესყიდვის ზედნადების პროგრამული გატარების უზრუნველყოფა;
  • საბანკო გატარებების პროგრამული ასახვა;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
  • სალაროს ოპერაციების გატარება და კონტროლი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.