ss.ge
დამხმარე ბუღალტერი
₾10000
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
კომპანია "SS.ge" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) შექმნა/პროგრამული გატარება/დაარქივება;
- RS.GE-ზე მუშაობა, დოკუმენტაციის დროული დამუშავება, გადამოწმება, აღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/დადასტურება;
- შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
- 10000 ლარამდე დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/ურთიერთჩათვლა/შედარების აქტების გაფორმება;
- დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა (10000 ლარს ზემოთ) საჭიროების შემთხვევაში;
- თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა დედლაინების დაცვით;
- მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
- RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა აუცილებელია);
- სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამა 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. #49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 17 ივლისი.