დალაქი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის დალაქი
დაქვემდებარება:
- უშუალო ხელმძღვანელი: უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
- პირდაპირი ხელმძღვანელი: განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
- სამუშაო ადგილის მოწესრიგებულობა და განკუთვნილი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპის ცოდნა
- მასზე მიმაგრებული ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების დაცვა და გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახსენოს უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსს
- პირადი შემადგენლობის მომსახურება შესაბამისი თერმული დამუშავების მქონე თეთრეულით (წინსაფრით) და ინვენტარით
- სამუშაო ადგილზე იქონიოს პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები
- სადალაქოში სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების წესების დაცვა
- ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა
- უზრუნველყოფს განყოფილების უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები: უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას
თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- სავალდებულო: საშუალო განათლება
- შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან დიპლომი
- სასურველი: საშუალო-პროფესიული განათლება
- შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან დიპლომი
გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
ცოდნა:
- სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
- ჰიგიენისა და სისუფთავის დაცვის წესების ცოდნა
- ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების ცოდნა
- ელექტრო ხელსაწყოების მუშაობის პრინციპის ცოდნა
კომპეტენციები:
კომუნიკაცია:
- კომუნიკაბელურობა
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)
სხვა უნარები: კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)
ხელფასი: 1417 ლარი