დახარისხების ოპერატორი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში — საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა — ლოგო
საქართველოს ფოსტა

დახარისხების ოპერატორი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში

₾1250 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას დახარისხების ოპერატორის პოზიციაზე, საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო განრიგი:

  • I ცვლა: ორშაბათი - პარასკევი 09:00 დან 16:30 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე შუალედში. შაბათს 10:00 დან 16:00 მდე.
  • II ცვლა: ორშაბათი - პარასკევი 16:30 სთ-დან 24:00 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 19:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე შუალედში. კვირას 10:00 დან 16:00 მდე.

ანაზღაურება - 1250 ლარი

ძირითადი მოვალეობა:

  • საფოსტო გზავნილების დახარისხება;
  • საფოსტო გზავნილების გადატანა არსებული წესის შესაბამისად;
  • გზავნილების შემოწმება რეესტრის მიხედვით და შესაბამისი წესის მიხედვით აღრიცხვა;
  • გზავნილების შესახებ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა;
  • ზედნადების, გზავნილების რეესტრის და მანიფესტის ფორმების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
  • სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება საბაზისო დონეზე;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი;

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.