დაბრუნებული პროდუქციის საწყობის სუპერვაიზერი — იბერია რეფრეშმენტსი

იბერია რეფრეშმენტსი — ლოგო
იბერია რეფრეშმენტსი

დაბრუნებული პროდუქციის საწყობის სუპერვაიზერი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "იბერია რეფრეშმენტსი", "PepsiCo"-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დაბრუნებული პროდუქციის საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქ. №49 (ტრანსპორტირებას ისნის მეტროდან ვუზრუნველყოფთ).

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" წარმოადგენს "PepsiCo"-ს ოფიციალურ ბოთლერს საქართველოში და ფლობს ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების დისტრიბუცია (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina).

კომპანია ასევე აწარმოებს "Max Power"-ის ენერგეტიკულ სასმელებსა და ქართულ ლიმონათებს (Iberia) და უზრუნველყოფს მათ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ "Revery Group"-ის წევრს. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაბრუნებული პროდუქციის მიღებისა და აღრიცხვის პროცესის კონტროლი;
  • პროდუქციის რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;
  • დაბრუნებული პროდუქციის დახარისხების პროცესის ორგანიზება;
  • 1C სისტემაში მონაცემების დროული ასახვა და კონტროლი;
  • დაბრუნების ზონაში დასაქმებული თანამშრომლების მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და სასაწყობო ნაშთების კონტროლი;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • საწყობის ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საწყობის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება - 1500 ლარი + ცვლადი ბონუსი (თვეში მაქსიმუმ 1800 ლარი, ფიქსირებულს + ცვლადი დანამატი);
  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • კორპორატიული SIM ბარათი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 12/07/2026 წ.