ოლპრინტჯი
CNC რუტერის ოპერატორი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" აცხადებს ვაკანსიას CNC რუტერის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- CNC რუტერზე სამუშაო ფაილების გაშვება და პროცესის მართვა;
- მასალების (MDF, ხე, პლასტიკი, კომპოზიტი, ალუმინი და სხვა) მომზადება და სწორად დაფიქსირება;
- დეტალების ჭრა, გრავირება და დამუშავება ტექნიკური დავალების შესაბამისად;
- მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- დანადგარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ყოველდღიური ტექნიკური შემოწმება;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- CNC დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური ნახაზებისა და სამუშაო ფაილების წაკითხვის უნარი;
- CAD/CAM პროგრამებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მე-5-ე შესახვევი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (და თვეში ერთი შაბათი საჭიროების მიხედვით)
- ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით.
ვაკანსია აქტიურია 2026 წლის 16 ივლისის ჩათვლით.