ჭურჭლის მრეცხავი — Bazzar Boutique Hotel

Bazzar Boutique Hotel

ჭურჭლის მრეცხავი

₾1100 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "Bazzar Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

ანაზღაურება და პირობები:

  • 1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
  • გრაფიკი: მცოცავი, კვირაში 5 სამუშაო დღე 9-საათიანი სამუშაო გრაფიკით (1 საათი დასვენება);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რესტორნის და სასტუმროს კუთვნილებაში არსებული ჭურჭლის და ინვენტარის გარეცხვა, დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • გამოიყენოს ჭურჭლის სარეცხი მანქანა ინსტრუქციების დაცვით და მუდმივად აკონტროლოს სარეცხი საშუალებების მარაგი;
  • ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა სარეცხი საშუალების გამოყენებისა და შენახვის შესახებ;
  • დაასუფთაოს სამზარეულოს ტერიტორია;
  • ზედამხედველის (შეფი) მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
  • ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.