ჩოხატაურის საწარმოს საოპერაციო ხელმძღვანელი- ჩოხატაური
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის, შვილობილი კომპანია შპს "გურული ნენა" აცხადებს ვაკანსიას ჩოხატაურის საწარმოს საოპერაციო ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მდებარეობა: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, ფიქსირებული;
კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება საწარმოს სრული ოპერაციული მართვის, ეფექტურობის ზრდისა და სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე.
ძირითადი მოვალეობები
- საწარმოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი;
- სეზონების მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე;
- წარმოების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და ოპტიმიზაცია;
- თანამშრომელთა მართვა, განვითარება და შეფასება;
- წარმოების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
- ხარისხის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მონიტორინგი;
- ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
- მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ინჟინერიის ან შესაბამის სფეროში)
- მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების ან ოპერაციების მართვაში
- ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
- MS Office-ის და Outlook-ის პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შედეგზე ორიენტირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
პირობები:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- სტაბილური სამუშაო გარემო