ბაზისბანკი
ჩინური ენის მცოდნე კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
ამჟამად ვეძებთ ჩინური ენის მცოდნე კლიენტთა მომსახურების მენეჯერს თბილისში.
შენნაირი კანდიდატი გვიყვარს, თუ:
- გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
- ხარ პასუხისმგებლიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
- შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
- სამგზავრო ბარათს ან კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით;
- პრემიალური კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
- პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობებს — ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:
- სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე (უნაღდო ანგარიშსწორება);
- საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
- ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტის შეთავაზება.
შენგან კი დაგვჭირდება:
- აუცილებელია ჩინური ენის ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.