ჩანგლიანი დამტვირთველის (Forklift) ოპერატორი
სს რუსთავის აზოტის სრულიად ახალ და თანამედროვე, დაბალფოროვანი გვარჯილის საწარმოში გვესაჭიროება ჩანგლიანი დამტვირთველის (Forklift) ოპერატორი.
სამუშაო გრაფიკი:
- 1 დღე - 08:00 - 20:00
- 2 დღე - 20:00 - 08:00
- 2 დღე დასვენება
მოვალეობები:
- ავტოჩამტვირთველის უსაფრთხო და გამართული ექსპლუატაცია.
- ნედლეულის, პროდუქციის და სხვადასხვა ტვირთის დატვირთვა, გადმოტვირთვა და გადაადგილება.
- ტვირთის სწორად განთავსების და დაცულობის უზრუნველყოფა.
- საწყობში და საწარმოო ტერიტორიაზე ტვირთების ტრანსპორტირება დადგენილი წესების შესაბამისად.
- ჩანგლიანი დამტვირთველის ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური შემოწმება და აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება.
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
- შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და შიდა წესების დაცვა.
მოთხოვნები:
- S კატეგორიის მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად).
- ჩანგლიანი დამტვირთველის ან/და ნებისმიერი მძიმე ტექნიკის ოპერირების დამადასტურებელი შესაბამისი კვალიფიკაცია/სერტიფიკატი (მზაობის და შესაბამისი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში კომპანია დააფინანსებს სერტიფიცირების პროცესს).
- მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია საწარმოო გარემოში).
უპირატესობები:
- დეტალების მიმართ ყურადღება.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
- დისციპლინირებულობა.