C კატეგორიის მძღოლი
ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას C კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე .
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო;
- სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტიდან ობიექტზე გადასატანი პროდუქციის ჩაბარება, მისი დათვლა/აღრიცხვა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
- საჭირო პროდუქციის შესყიდვა / მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
- ავტოამწის/ევაკუატორის საშუალებით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულება;
- საჭიროების შემთხვევაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- ავტოამწით/ევაკუატორით პროდუქციის ტრანსპორტირება მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით;
- ავტომობილის სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ასევე პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- საგზაო წესების დაცვა;
- კომპანიის შინაგანაწესის, შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა
- სავალდებულოა ავტომობილის მართვის მინ.3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია GPS-ის და ელექტრონული რუკის გამოყენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.