C, E კატეგორიის მძღოლი — ასპ-გრუპი

ასპ-გრუპი — ლოგო
ასპ-გრუპი

C, E კატეგორიის მძღოლი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას C, E კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო;

სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;

ანაზღაურება: შეთანხმებით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტიდან ობიექტზე გადასატანი პროდუქციის ჩაბარება, მისი დათვლა/აღრიცხვა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
  • საჭირო პროდუქციის შესყიდვა / მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
  • ავტოამწის/ევაკუატორის საშუალებით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • ავტოამწით/ევაკუატორით პროდუქციის ტრანსპორტირება მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით;
  • ავტომობილის სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ასევე პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • საგზაო წესების დაცვა;
  • კომპანიის შინაგანაწესის, შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია C და E კატეგორიის მართვის მოწმობა
  • სავალდებულოა ავტომობილის მართვის მინ.3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია GPS-ის და ელექტრონული რუკის გამოყენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.