ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ინგლისურად — UG სკოლა

UG სკოლა

ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ინგლისურად

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იუჯი სკოლა აცხადებს ვაკანსიას Science - ბუნებისმეტყველება (ინგლისურად) მასწავლებლის პოზიციაზე. "იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

სამუშაოს აღწერა:

  • V კლასები;
  • კვირაში 6 საათი;
  • მუშაობის დაწყების თარიღი - 2026 წლის 1 სექტემბერი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება;
  • პედაგოგიური გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს გაკვეთილების ინგლისურ ენაზე ჩატარება.
  • საერთაშორისო სერტიფიკატების ფლობა ან საერთაშორისო პროგრამის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:

  • თავაზიანი;
  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/ CV;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (ატესტატი, დიპლომი)
  • ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
  • კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერთიფიკატი.
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ;
  • ჯანმრთელობის ცნობა.
  • 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატოტრი პირების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ