ბუნებისმეტყველების მასწავლებელი — მწვანე სკოლა

მწვანე სკოლა

ბუნებისმეტყველების მასწავლებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მწვანე სკოლის ტყის კამპუსი აცხადებს ვაკანსიას V-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ გსურთ, იმუშაოთ თანამედროვე, ინოვაციურ და ბუნებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საგანმანათლებლო გარემოში, სადაც სწავლება ეფუძნება კვლევას, გამოცდილებით სწავლასა და მოსწავლის ინტერესების განვითარებას, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

  • V-VI კლასებში ბუნებისმეტყველების სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული, ინტერაქტიული და კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ექსპერიმენტების, პრაქტიკული აქტივობებისა და პროექტების ორგანიზება;
  • მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების მხარდაჭერა;
  • მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • სასკოლო პროექტებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
  • ბუნებისმეტყველების სწავლების გამოცდილება (სასურველია);
  • თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კვლევითი და პრაქტიკული სწავლებისადმი ინტერესისა და შემოქმედებითი მიდგომის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე და ეკომეგობრულ სასწავლო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • მხარდამჭერ, თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: მწვანე სკოლის ტყის კამპუსი

მწვანე სკოლის ტყის კამპუსი ქმნის გარემოს, სადაც ბუნება სწავლების ნაწილია, ხოლო თითოეული მოსწავლე — კვლევის, აღმოჩენისა და განვითარების აქტიური მონაწილე.