ბუღალტრის თანაშემწე
ჩვენი ლოგისტიკური კომპანია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე. გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენ გთავაზობთ სრულ ტრენინგს და მხარდაჭერას.
მდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე; შაბათს 10:00-დან 15-00-მდე; დისტანციური მუშაობა არ განიხილება.
თანამშრომლის მოვალეობები:
- ინვოისების შექმნა და მომხმარებლებთან გაგზავნა.
- გამოწერილი ინვოისების ჩარიცხვების კონტროლი.
- კომპანიის გამოწერილი და მათთან დაკავშირებული ხარჯის ინვოისების ერთმანეთთან შეწყვილება.
- ჩარიცხვების შესახებ შესაბამისი თანამშრომლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
- ბუღალტრისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება გამოწერილი და გამოსაწერი ინვოისების შესახებ.
- ინფორმაციის აღრიცხვა პროცედურების შესაბამისად.
დაინტერესებისა და შესაბამისი უნარის ქონის შემთხვევაში, თანამშრომელს საშუალება ექნება პრაქტიკაში გაეცნოს ბუღალტერიის წარმოების მეთოდებს და პროცესს.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- Excel-ის კარგი მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
- Word-ის და PDF-ის ზოგადი მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
- მათემატიკის ცოდნა ეროვნული გამოცდების საშუალო დონეზე.
- თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან აქტიური, პოზიტიური ურთიერთობის უნარი.
- სიახლეების აღქმისა და შეთვისების უნარი.
- საქმისადმი ყურადღებიანობა და აკურატულობა.