ბუღალტრის დამხმარე- ბათუმი — FK Development

FK Development — ლოგო
FK Development

ბუღალტრის დამხმარე- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

FK Development აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებაზე, აღრიცხვასა და ბუღალტრული პროცესების ყოველდღიურ მხარდაჭერაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და აღრიცხვა;
  • ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და დახარისხება;
  • მონაცემების საბუღალტრო პროგრამაში შეყვანა და განახლება;
  • ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიური ოპერაციების შესრულების პროცესში;
  • დოკუმენტაციის არქივის წარმოება და მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბუღალტრულ პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება და ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი