ბუღალტრის დამხმარე
კომპანია "ელისი" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი თბილისში. აქ დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო. კომპანია დაარსდა 2009 წელს, აერთიანებს 60-ზე მეტ თანამშრომელს და გამოირჩევა ყოველწლიური მზარდი დინამიკით.
ამჟამად მაღაზიას ესაჭიროება ბუღალტრის დამხმარე.
სამუშაო ადგილები: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის ქ.N2 ასევე: ქ.თბილისი, ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის ქ.N39
ანაზღაურება: 1100 ლარიდან (ზრდადი გამოცდილების მიხედვით)
ბენეფიტები:
- ანაზღაურებადი სტაჟირება (გამოცდილების გარეშე კადრებისთვის)
- კარიერული წინსვლა
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში შემოსული საბუთების გაწერა და მიღება (ფინას პროგრამაში)
- ნაშთების კონტროლი
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინარული.
- სასურველია ფინას პროგრამაში მუშაობის გამოცდილება