ბუღალტრის დამხმარე — გრანთ თორნთონი

გრანთ თორნთონი — ლოგო
გრანთ თორნთონი

ბუღალტრის დამხმარე

შეთანხმებით ახალი ფოთი · ადგილზე სრული განაკვეთი

გრანთ თორნთონი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტრის დამხმარე

ხანგრძლივობა: გრძელვადიანი

მდებარეობა: ფოთი, საქართველო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
  • სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
  • რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი;
  • სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში;
  • სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
  • RS.GE - ზე მუშაობა.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა Fina და ORIS-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურობა;
  • შრომისმოყვარეობა.

ხელფასი: 1100-1400 ლარი ხელზე გასაცემი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი 2026