ბუღალტრის ასისტენტი- საგურამოს გადასახვევთან
შპს "ელიტ მოტორსი" 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია სხვადასხვა პრემიუმ ბრენდების მძიმე და მცირე სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
კომპანია წარმოადგენს ისეთ საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებს როგორებიცაა: Volvo CE, Merlo, Mecalac, Atlas Copco, Genie, Emsa, Mosa, Hangcha, Wacker Neuson
შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ, საგურამოს გადასახვევთან
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და სისტემაში ასახვა;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვასა და კონტროლში მონაწილეობა, შედარების ქტების კოორდინაცია;
- სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციისა ოპერაციების წარმოება;
- წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯების კოორდინაცია;
- იმპორტირებულ საქონელზე დამატებითი ხარჯების მიკუთვნება და თვითღირებულების გაანგარიშება;
- საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში ბუღალტრის მხარდაჭერა;
- კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი დამუშავების მიზნით;
- დოკუმენტაციის არქივირება და საბუღალტრო ჩანაწერების მოწესრიგებული მართვა;
- სამუშაო პროცესებში უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობა და დავალებების შესრულება
კომპეტენციები და გამოცდილება:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
- საბუღალტრო ან ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა Fina-სა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
- წლიურ ბონუსს მიღწეული შედეგებისა და KPI-ების შესრულების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას სტაბილურ და მზარდ კომპანიაში;
- ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას შეთანხმებული ტერიტორიიდან.
"ელიტ მოტორსში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.