ბუღალტრის ასისტენტი — FINA

FINA — ლოგო
FINA

ბუღალტრის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "FINA" დაფუძნებულია საქართველოში 2011 წელს. არსებობის განმავლობაში FINA-ს გუნდი ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ბიზნესის ეფექტურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამჟამად FINA 10-ზე მეტი პროდუქტითაა წარმოდგენილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოურ ბაზარზეც და მუდმივად აგრძელებს მომხმარებლისთვის თანამედროვე, მარტივი და ეფექტური სისტემების შექმნას.

ვაკანსია: ბუღალტრის ასისტენტი

კომპანია FINA-ში ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ბუღალტრის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება გუნდს ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვასა და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (ტელეფონითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით)
  • დებიტორული დავალიანებების სისტემატური მონიტორინგი და კლიენტებისთვის გადახდის შეხსენება
  • მომსახურების ეტაპობრივი ზრდის/ცვლილებების შესახებ კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • კომუნიკაციის შედეგების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის განახლება სისტემაში
  • ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე სხვა ადმინისტრაციული და საოპერაციო დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით (სასურველია)
  • ბუღალტრული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
  • Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა

ჩვენთან თავს კომფორტულად იგრძნობ, თუ გაქვს:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ბუღალტრული და ფინანსური მიმართულებით

დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41