ბუღალტერი სალარო ოპერაციების მიმართულებით — ახალი ხედვა

ახალი ხედვა — ლოგო
ახალი ხედვა

ბუღალტერი სალარო ოპერაციების მიმართულებით

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით.

კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე - სალარო ოპერაციების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ.

ანაზღაურება: 1700-2000 ლარი (NET).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო აპარატებისა და ტერმინალების მეშვეობით მიღებული ფულადი სახსრების ყოველდღიური მონიტორინგი/შემოწმება, პროგრამული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის (RS) ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების შედარება.
  • კომპანიის სავაჭრო ობიექტებიდან მიღებული ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის პროცესის მონიტორინგი და კონტროლი;
  • ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების (ჩგდ) ხარჯვის პროცესის კონტროლი;
  • დებიტორ-კრედიტორებთან შედარებების წარმოება, შესაბამისი შედარების აქტების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
  • გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების/ფასდათმობის პროგრამულ სისტემაში ასახვა და შესაბამისი კორექტირების ფაქტურების გამოწერა;
  • რეალიზაციის დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა გაცემული ზედნადებების შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მონაცემების დამუშავება, ანალიზი და პროგრამულ სისტემაში ასახვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დამატებითი დავალებების შესრულება მისი ფუნქცია-მოვალეობის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული.