ბუღალტერი- საგურამო — ეკო-პენტრი

ეკო-პენტრი

ბუღალტერი- საგურამო

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საღებავების დილერი კომპანია "ეკო-პენტრი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: საგურამო.
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი).

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული გატარებების შესრულება და მონიტორინგი;
  • წარმოების მონიტორინგი;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების, შედარების აქტების) წარმოება და მოწესრიგება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების/ბუღალტრული მიმართულებით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel);
  • პრიორიტეტულია ACCA-ის სერტიფიკატის ფლობა;
  • პრიორიტეტულია FINA-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

პირობები:

თანამშრომლის სარგებელი:

  • ანაზღაურება (კვალიფიკაციის მიხედვით);
  • ტრანსპორტირება (თბილისი - საგურამო - თბილისი).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ივლისი, 2026.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში.
2. ამასთან, კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან, ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში მიიღოს წერილობითი გაფრთხილება ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან - შესაბამისი დასვის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
4. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.