ბუღალტერი- ბათუმი — სასტუმრო Hilton Batumi

სასტუმრო Hilton Batumi — ლოგო
სასტუმრო Hilton Batumi

ბუღალტერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო ჰილტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში განხორციელებული ნაღდი ფულის ოპერაციის აღრიცხვა, კონტროლი და მონიტორინგი სასტუმროს პროცედურების შესაბამისად.
  • ყოველდღიური ნაღდი ფულის შემოსავლების გადამოწმება ფისკალურ სისტემაში ასახულ მონაცემებთან და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნილ ინფორმაციასთან შედარება. გამოვლენილი სხვაობების ანალიზი, გამოკვლევა და დროული კორექტირება.
  • საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ყოველდღიური დამუშავება და ბანკის ბანკის ამონაწერებთან შედარება. გამოვლენილი სხვაობების ანალიზი, გამოკვლევა და დროული რეაგირება.
  • საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანებების (Credit Card Receivables) მართვა და ნაშთების მონიტორინგი.
  • ნაღდი ფულისა და საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საბუღალტრო გატარებების მომზადება და სისტემაში ასახვა.
  • სალაროს, ბანკის, საკრედიტო ბარათების და სხვა შესაბამისი ბალანსის ანგარიშების სისწორის უზრუნველყოფა, ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და დოკუმენტური დასაბუთების უზრუნველყოფა.
  • თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესებში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერის გაწევა.
  • შიდა და გარე აუდიტის პროცესებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის, სამუშაო ფაილებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება.
  • სასტუმროს ფინანსური პოლიტიკების, შიდა კონტროლის პროცედურებისა და ადგილობრივი საგადასახადო მოთხოვნების დაცვა.
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ყოველთვიური დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებისთვის საჭირო ანგარიშების, ანალიზებისა და დამხმარე დოკუმენტაციის მომზადება, დეკლარირების პროცესში შესაბამისი მონაცემების სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა.
  • საქსტატის მოთხოვნების შესაბამისად კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება, მონაცემების შეგროვება, გადამოწმება და დადგენილ ვადებში წარდგენა.
  • ფინანსური დეპარტამენტის ყველა ძირითადი პროცესისა და ტრანზაქციის საფუძვლიანი ცოდნა; შემოსავლების აუდიტის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ფუნქციების მხარდაჭერა, პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა ჩანაცვლება მათი არყოფნის პერიოდში.
  • ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ფინანსური და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
  • საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და საბანკო ოპერაციების პრაქტიკული ცოდნა.
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური რეგულაციების ცოდნა.
  • Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა
  • ფინანსურ/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირ კომუნიკაციაში.
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების ეფექტურად მართვის უნარი.

ბუღალტრის ან მსგავს ფინანსურ პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
  • განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წახალისებებსა და ჯილდოებს;
  • GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
  • ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
  • 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
  • 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.