ბუღალტერი — ფორმაქს

ფორმაქს

ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ფორმაქსი" ჯი თი სი ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც სამშენებლო ინვენტარის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს ამიერკავკასიაში. კომპანია სპეციალიზდება კედლისა და გადახურვის საყალიბე სისტემებისა და მათი აქსესუარების წარმოებაში, ევროპული სტანდარტების დაცვით, რაც "ფორმაქსს" მშენებლობის საიმედო პარტნიორად აქცევს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, სისწორის შემოწმება, დამუშავება და აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და საბანკო ამონაწერების შედარება საბუღალტრო მონაცემებთან;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და ურთიერთშედარება;
** ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და მარაგების აღრიცხვა;
** სასაწყობო და საწარმოო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და გამოვლენილი სხვაობების აღრიცხვაში ასახვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენაში ჩართულობა;
** დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადების გაანგარიშებაში ჩართულობა;
** ყოველთვიური საბუღალტრო დახურვისა და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა;
** მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციისა და მონაცემების მომზადება;
** შიდა და გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა, მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში / ბუღალტერიაში / ეკონომიკაში;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (სასურველია წარმოების მიმართულებით);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია 1C ბალანსში მუშაობის გამოცდილება).

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტიანი მართვა და ვადების დაცვა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი; ნახუცრიშვილის N18 (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია);
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი, შესვენება 13:00-14:00.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: ; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ბუღალტერი" (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.