ბრენდის წარმოების დამხმარე
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის წარმოების დამხმარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- მარნისა და დაძველების განყოფილებაში დახმარება:
- კასრების გადაადგილება, რეცხვისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა.
- სპირტისა და ბრენდის გადატუმბვის, ფილტრაციისა და ტექნოლოგიურ ავზებში გადანაწილების პროცესში ოპერატორის ან ტექნოლოგის ასისტირება.
- სანიტარია და ჰიგიენა:
- სამუშაო ადგილის, საწარმოო დანადგარებისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება საწარმოო და HACCP სტანდარტების შესაბამისად.
- საწარმოო ტარის (ბოთლები, კასრები, ავზები) გარეცხვა-სტერილიზაცია.
- შრომის უსაფრთხოება:
- შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სპეცტანსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი ფეხსაცმელი) მუდმივი გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: საშუალო განათლება (სასურველია ტექნიკური ან პროფესიული განათლება).
- გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება კვების ან სასმელების (ღვინო, ალკოჰოლი) წარმოებაში (სავალდებულო არ არის).
უნარები:
- ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა.
- გუნდური მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
ბენეფიტები:
- კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
- ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით.