ბრენდის სპეციალისტი
ეფეს საქართველო (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას ბრენდის სპეციალისტის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის სტრატეგიებისა და მარკეტინგული აქტივობების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- ბაზრის ანალიზი და არსებული კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
- კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზში, შეფასებასა და/ან ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
- ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში ფინანსური დოკუმენტაციის მართვა და თვის დახურვის ოპტიმიზაცია;
- სასაჩუქრე პროდუქტების მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- მოცემული ბრენდის ბიუჯეტების შემუშავება, მონიტორინგი და კონტროლი;
- პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
- ახალი ბრენდის/პროდუქტის ჩაშვების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
- განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი;
- პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა;
- სხვადასხვა შეთავაზებების ანალიზი და შესაბამისად რეაგირება;
- კომპანიაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური Innogate შეხვედრების პროცესის კოორდინაცია და მხარდაჭერა, მათ შორის ახალი პროექტებისა და NPD (ახალი პროდუქტის შემუშავების) გეგმების შესახებ პრეზენტაციების კონსოლიდაცია; შესაბამისი ონლაინ პლატფორმის მართვა პასუხისმგებელ დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციით, საჭირო ინფორმაციის დროული და ზუსტი შევსების უზრუნველსაყოფად; პროცედურების დასრულების უზრუნველყოფა და პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული შესრულების ზედამხედველობა ყოველთვიურად;
- პრეზენტაციების კონსოლიდაცია და ბრენდისა და გაყიდვების არხების მიმოხილვის შეხვედრებისთვის მასალების მომზადების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენა - B2 საფეხური;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია FMCG-ის მიმართულებით);
- აქტიური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კონტროლისა და ანალიზის უნარი.
რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://www.natakhtari.com/ka-GE
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე:
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 ივლისი.