ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.
შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:
- გრაფიკი: 09:00-18:00 ერთი საათი შესვენებით;
- დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები.
მის. ქ. თბილისი. გ. კვიჭიძის ქ. #13ა.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის შეკვეთებში მონაწილეობის მიღება და მომზადება შიდა პროცედურების შესაბამისად;
- კონკურენტული გარემოს კვლევა და ბაზრის ანალიზი;
- ანალიზის წარდგენა ხელმძღვანელთან პრეზენტაციისა და რეპორტის ფორმით;
- პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
- ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან შეხვედრები და მონიტორინგი;
- მომწოდებლებთან საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციის წარმოება (წერილობითი და ზეპირსიტყვიერი ფორმით);
- კომერციული გუნდის მიერ სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით);
- აუცილებელია Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე);
- სასურველია რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).
დამატებითი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.