ბრენდ მენეჯერი - შესყიდვები — დაკო ტრეიდი

დაკო ტრეიდი — ლოგო
დაკო ტრეიდი

ბრენდ მენეჯერი - შესყიდვები

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დაკო ტრეიდი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის (შესყიდვები) პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 3000 + საბონუსე სისტემა (ყოველთვიური, კვარტლური, წლიური)

მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის ქუჩა

დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
  • შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
  • პროდუქციის შესყიდვების და მარაგების დაგეგმვა;
  • კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა/ანალიზი;
  • გაყიდვების დაგეგმვა/სტიმულირება და ყოველთვიური რეპორტინგი;
  • ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის მომზადება, კალკულაციით, გეგმის მომწოდებელთან შეთანხმება და ბიუჯეტის მომზადება;
  • მარკეტინგული კამპანიების და კომუნიკაციების ანალიზი;
  • ფასების კონტროლი, პრაისების მომზადება გაყიდვებისთვის (Retail&Horeca).
  • სხვადასხვა სახის რეპორტინგი.
  • სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა გაყიდვების სტიმულირებისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტკბილეულის კატეგორიის მიმართულებით;
  • სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • Microsoft Office-ის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • მათემატიკური უნარები;
  • დროის მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული.