ბრენდ მენეჯერი
საწარმო „კამპა“ აცხადებს ბრენდ მენეჯერი VitaminGO-ს ვაკანსიას
პოზიცია: ბრენდ მენეჯერი VitaminGO
დეპარტამენტი: გაყიდვები და მარკეტინგი
ლოკაცია: საგურამო (დასაწყისი)
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 17:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ხელფასი: 3000 ლარი
ტრანსპორტირება: სარაჯიშვილის მეტროდან და დიდი დიღმის ტრასიდან
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის სტრატეგიის შემუშავება და შესრულება.
- მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
- ინფლუენსერებთან, სპორტულ და ჯანსაღი ცხოვრების მიმართლებით პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათი მოძიება და გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება.
- გაყიდვების გუნდთან და დისტრიბუტორთან მჭიდრო კომუნიკაცია.
- ბაზრის შესწავლა და ანალიზი.
- პროდუქციის ქსელში სწორი პოზიციონირება და შემდგომში კონტროლი.
- გაყიდვების მიმართულებით სხვადასხვა აქციების დაგეგმვა და განხორციელება.
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი.
- პროდუქტის გაყიდვების, მომგებიანობის და ბაზრის წილის მონიტორინგი.
- წლიური, კვარტალური და ყოველთვიური გეგმის მომზადება და უზრუნველყოფა.
- KPI შესრულება და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
- გაყიდვების გეგმის შესრულება.
- ბრენდის ცნობადობის და ბაზრის წილის ზრდა.
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და ეფექტურობის განსაზღვრა.
- მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტური მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
- ბრენდ მენეჯერის ან მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ის მიმართულებით;
- ბრენდის განვითარების, პოზიციონირებისა და მარკეტინგის პრინციპების კარგად გააზრების უნარი;
- კარგი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კვლევის შედეგების გაანალიზებისა და ინტერპრეტაციის უნარი;
- პროექტის მენეჯმენტის უნარი.
რას გთავაზობთ:
- ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტროდან
- წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
- სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
უპირატესობები:
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა