ბრენდ მენეჯერი — ტექტო ჯგუფი

samushao.ge
ტექტო ჯგუფი — ლოგო
ტექტო ჯგუფი

ბრენდ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

Tekto Group - სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს შავი ზღვის სანაპიროზე, აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №4

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

  • ბრენდის სტრატეგია და იმიჯი: კომპანიისა და მისი პროექტების პოზიციონირების, ტონალობის (Tone of Voice) და ვიზუალური სტილის მართვა/კონტროლი.
  • Brand Book-ის მართვა: არსებული სტანდარტების დანერგვა ყოველდღიურ კომუნიკაციაში და ახალი პროექტების Brand Book-ების შექმნაში მონაწილეობა.
  • მარკეტინგული კამპანიები: სარეკლამო კამპანიების, სოციალური მედიისა და სხვა საკომუნიკაციო არხების დაგეგმვა და ეფექტური მართვა.
  • გაყიდვების მხარდაჭერა: გაყიდვების გუნდისთვის საჭირო მასალების (პრეზენტაციები, ბროშურები, საინფორმაციო PDF-ები) მომზადება და კონტენტის ოპტიმიზაცია.
  • ანალიტიკა და მონიტორინგი: ბაზრის, კონკურენტების, ლიდების ხარისხისა და მარკეტინგული აქტივობების შედეგების მუდმივი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია დეველოპმენტში);
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი სამუშაო ეთიკა.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი);
  • პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს;
  • კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას;
  • თანამედროვე, დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ