ბრენდ ამბასადორი — ჯეოტეკ დისტრიბუცია

ჯეოტეკ დისტრიბუცია — ლოგო
ჯეოტეკ დისტრიბუცია

ბრენდ ამბასადორი

₾1200 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საქართველოში Shark Ninja-ს მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას Shark Ninja-ს ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქციის განლაგება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
  • გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
  • ახალი მოდელების შესწავლა;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი”

დასაქმების ტიპი: კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00;

შერჩევის ფორმა: გასაუბრება;

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი