ბორტ-ვენსეილერი — იფქლი დიღომი

იფქლი დიღომი

ბორტ-ვენსეილერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი შპს "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას ბორტ-ვენსეილერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: გამომუშავებით

აუცილებელი მოთხოვნები:

  • დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება 1 წელი
  • ავტომობილის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება

მოვალეობები:

  • შეკვეთის მიღება სავაჭრო ობიექტებიდან, საქონლის რეალიზაცია
  • ახალი ობიექტების მოძიება
  • გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მიზანდასახულობა
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.