ბიზნესის განვითარების პარტნიორი — MUSBOX

MUSBOX — ლოგო
MUSBOX

ბიზნესის განვითარების პარტნიორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

MUSBOX აცხადებს ვაკანსიას: ბიზნესის განვითარების პარტნიორი / Event & Entertainment ინდუსტრიის წარმომადგენელი — საქართველო

MUSBOX საქართველოში ეძებს ძლიერ, კომუნიკაბელურ და ბაზარზე კარგად ორიენტირებულ პარტნიორს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება event და entertainment მიმართულების განვითარებაში, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნასა და სტრატეგიული პარტნიორობების გაფართოებაში.

ეს პოზიცია განკუთვნილია ადამიანისთვის, რომელსაც აქვს შესაძლებლობები და კარგად იცნობს ადგილობრივ შემოქმედებით და გასართობ სექტორს, შეუძლია დამოუკიდებლად მართოს პარტნიორული ურთიერთობები და კომერციული მიმართულებები.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • კრეატიულ სააგენტოებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და სხვა წარმომადგენლებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
  • MUSBOX-ის ბრენდის წარმომადგენლობა ფესტივალებზე, კერძო ღონისძიებებსა და კორპორატიულ ივენთებზე
  • ახალი ლოკაციების, პარტნიორებისა და ბიზნეს შესაძლებლობების მოძიება
  • სპეციალური პროექტებისა და კოლაბორაციების ინიცირება და განვითარება
  • საქართველოს ბაზარზე MUSBOX-ის პოზიციონირების, ცნობადობისა და კომერციული ზრდის მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აქტიური კონტაქტები კრეატიულ ან გასართობ ინდუსტრიაში
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
  • გამოცდილება ბიზნესის განვითარებაში, პარტნიორული მიმართულების მართვაში ან კრეატიულ გაყიდვებში
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული და პასუხისმგებლიანი მიდგომა

რას გთავაზობთ

  • თანამშრომლობას საკომისიო სისტემის საფუძველზე
  • მაღალი შემოსავლის პოტენციალს თითოეული წარმატებული პროექტისა და ინსტალაციის მიხედვით
  • საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • მოქნილ და თავისუფალ სამუშაო ფორმატს
  • შესაძლებლობას, გახდეთ MUSBOX-ის განვითარების მთავარი წარმომადგენელი საქართველოში

ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ თანამშრომელს, არამედ პარტნიორს , რომელიც შეძლებს MUSBOX-ის მიმართულების სტრატეგიულ განვითარებასა და ძლიერი ქსელის შექმნას ქართულ ბაზარზე.

ანაზღაურება შეთანხმებით.