ბიზნესის განვითარების მენეჯერი — Flyhelp

Flyhelp — ლოგო
Flyhelp

ბიზნესის განვითარების მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"FlyHelp" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე)

კომპანიის შესახებ

"FlyHelp" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მგზავრებს ეხმარება გადადებული, გაუქმებული ან ზედმეტად დაჯავშნილი ფრენებისთვის ფინანსური კომპენსაციის მიღებაში ევროკავშირის EC 261/2004 რეგულაციის ფარგლებში. ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს მსოფლიოს მასშტაბით და კომპანია აქტიური ზრდის ეტაპზეა.

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც წამყვან როლს შეასრულებს კომპანიის განვითარებაში — უხელმძღვანელებს არსებულ გუნდს, იზრუნებს მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე და მოიძიებს ზრდის ახალ შესაძლებლობებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
  • არსებული გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაო პროცესების კოორდინაცია და თანამშრომელთა განვითარება
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება
  • ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის დამყარება
  • ბაზრის ანალიზი და განვითარების ახალი მიმართულებების იდენტიფიცირება
  • შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტთან

მოთხოვნები:

  • მენეჯერულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი და ვერბალური)
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალი უნარები
  • სასურველია: გამოცდილება ტურიზმის, ავიაციის ან მომსახურების სფეროში

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას — 2000 ლარი ხელზე
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ საერთაშორისო კომპანიაში
  • რეალურ გავლენას კომპანიის განვითარებაზე და გადაწყვეტილებებში მონაწილეობას
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს