ბიზნეს სესხების უმცროსი ექსპერტი
კომპანია „ევროკრედიტ +“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების უმცროსი ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
- ანაზღაურება: 1500 ლარი (Net) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მოზიდვა;
- პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება / ვიზიტები;
- მომხმარებლის ბიზნესის ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა;
- ფინანსური უწყისების ანალიზის მომზადებაში მონაწილეობა;
- სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენაში მონაწილეობა;
- სესხის გაცემის პროცესში მონაწილეობა;
- პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;
- საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულების სამუშაო გამოცდილება;
დამატებითი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ენერგიული, აქტიური;
- ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- გუნდური მუშაობის უნარი.